ჩაქვის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრები ადგილობრივ თვითმართველობას შეხვდნენ
20-11-2018

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ჯემალ არძენაძის სახელობის ჩაქვის N2 საჯარო სკოლის  სამოქალაქო განათლების კლუბის - „იმედის მტრედები“ წევრები ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერს მირიან ქათამაძეს და მის მოადგილეს შეხვდნენ.

მერმა კლიბის წევრებთან ადგილობრივი თვითმართველობის სტრუქტურისა  და  ფუნქციების  შესახებ ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, შეხვედრამ  მოსწავლეთა  დიდი  ინტერესი  გამოიწვია.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203