მაჭატიის საჯარო სკოლის მოსწავლეება შემოდგომა ღონისძებით გააცილეს
20-11-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჭატიის საჯარო სკოლაში გაიმართა საშემოდგომო ღონისძიება, სახელწოდებით „შემოდგომის ფერები“.
ღონისძიება ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელმა ვენერა მღებრიშვილმა, ხათუნა ლომიძემ და დამხმარე მასწავლებელმა ნარე კაზარიანმა ერთობლივად დაგეგმეს.
აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მაჭატიის საჯარო სკოლა სომხურენოვანია. ბავშვებმა ქართულ და სომხურ ენაზე ისწავლეს ლექსები და სიმღერები. ღონისძიებაზე ასევე შესრულდა ქართული და სომხური ცეკვები.