10 დეკემბერს ,,2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება
21-11-2018

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, 18:00 საათზე ,,სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისათვის“ 2018 წლის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

კონკურსი 2018 წლის 26 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანია საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისება მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში აქტიური და ნაყოფიერი  მოღვაწეობისა და ჩართულობის მიზნით, აგრეთვე გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისათვის, საქართველოს მეცნიერებისა და საქართველოს შესახებ კვლევების წახალისებისა და პოპულარიზაციისათვის. 

ჯილდო მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა ერთჯერადად, კონკურსის წესით.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203