როდის ეკუთვნით დასვენება საჯარო სკოლების მოსწავლეებს და მასწავლებლებს - იხილეთ უქმე დღეების განრიგი
27-11-2018

წლის განმავლობაში არაერთი ოფიციალური დასვენების დღე ემთხვევა სასწავლო პროცესს, რაც თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ უქმე დღეებში საჯარო სკოლის მოსწავლეებიც ისვენებენ.

Etaloni.ge წარმოგიდგენთ იმ დღესასწაულების ჩამონათვალს, რომლის დროსაც საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი წყდება და დასვენების დღე მოსწავლეებსა და მასწავლებლებზეც ვრცელდება.

დასვენების დღეებად ითვლება:

  • 1 და 2 იანვარი - ახალი წელი
  • 7 იანვარი - შობა
  • 19 იანვარი - ნათლისღება
  • 3 მარტი - დედის დღე
  • 8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე
  • 9 აპრილი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღე, საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის დაღუპულთა მოხსენიების დღე
  • 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
  • 12 მაისი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე
  • 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
  • 14 ოქტომბერი - მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული)
  • 23 ნოემბერი - გიორგობა

სკოლები სააღდგომოდ - წითელ პარასკევს და ორშაბათსაც ისვენებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203