ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, დილისკის N1 საჯარო სკოლაში არდადეგების დროს საზაფხულო სკოლა - „ნაპერწკალი“ ფუნქციონირებდა.
საზაფხულო სკოლას პედაგოგი იამზე მსხვილიძე ხელმძღვანელობდა. მასში გაერთიანებული იყვნენ VII-X კლასების მოსწავლეები.
საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა მოსწავლეებში საკომუნიკაციო უნარების განვითარების ხელშეწყობას, არაფორმალურ განათლების მიცემას, ურთიერთთანამშრომლობას, მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას და თავისუფალი პიროვნების აღზრდას.
იხილეთ საზაფხულო სკოლის
პროგრამაიხილეთ ფოტოები