ზედა საზანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი ბუკლეტები დაამზადეს
20-11-2018
ზედა საზანოს საჯარო სკოლაში ღონისძიება „იყო მკითხველი - ეს თავისთავად სასწაულია“ ჩატარდა.
IV კლასის მოსწავლეებმა წაკითხული ნაწარმოებების მიხედვით დასურათებული ბუკლეტები დაამზადეს და ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს.
„მასწავლებელი თეა ჩუბინიძე ამ აქტივობით
აყვარებს მოსწავლეებს წიგნის კითხვას, უვითარებს მათ შემოქმედებით, კვლევით
და საპრეზენტაციო უნარებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.