გთავაზობთ ერგეტის საჯარო სკოლის პედაგოგის თამრიკო ჭურღულიას სტატიას - „ანდაზა – ინტერნაციონალური ფრაზეოლოგიზმი თუ თარგმნითი ტრანსფორმაცია“
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ერგეტის საჯარო სკოლის ინგლისური ენის უფროსმა მასწავლებელმა თამრიკო ჭურღულიამ სტატია - „ანდაზა – ინტერნაციონალური ფრაზეოლოგიზმი თუ თარგმნითი ტრანსფორმაცია“ მოამზადა.
„ჩემს ამოცანას წარმოადგენდა „ბასრი გონების თვალით“ გადამესინჯა ინგლისური ანდაზები, დამეძებნა მათი პარალელები ქართულში. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ორი განსხვავებული ენობრივი კოლექტივის ზეპირსიტყვიერებაში მრავლადაა მსგავსი გამონათქვამები, ერთგვარი იგავური მინიშნებით, დამრიგებლობითა და შინაარსით.
მაგრამ სავსებით ცხადია, განსხვავებულ ენებზე მოლაპარაკე და განსხვავებული სოციალურ–კულტურული გამოცდილების მქონე ენობრივკოლექტივში არსებული ანდაზები ვერ იქნება ეკვივალენტური ყველა დონეზე. ვინაიდან, შეუძლებელია არ აისახოს ლინგვისტური და ექსტრალინგვისტური ფაქტორები. აქ კი საქმე გვაქვს განსხვავებულ ენობრივ შრეებთან, ენობრივ სტრუქტურებთან. ექსტრალინგვისტური ფაქტორები კი, მოგვეხსენება, გულისხმობს იმ გარემოს, რომელშიაც იქმნებოდა ესა თუ ის ანდაზა“,-წერს თამრიკო ჭურღულია სტატიაში.
სტატიის სრული ვერსია იხილეთ
ბმულზე