საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯარო გამოსვლების კონკურსში მონაწილეობდნენ
21-11-2018
თელავში გამართულ ახალგაზრდულ ფესტივალზე „თანატოლები თანასწორობისთვის“ საჯარო გამოსვლის კონკურსში საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები: ხატია მთავრიშვილი (IX კლასი), ანამარია სუხაშვილი, ნია დიღმელაშვილი (X კლასი) და ანი ხოკერაშვილი (XI კლასი) მონაწილეობდნენ. 

მათ თემაზე „რა არის თანასწორობა და რამდენად მნიშვნელოვანია ის ყველასთვის“ ისაუბრეს. 

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, ხოლო ნია დიღმელაშვილი დაჯილდოვდა 50 ლარიანი ბიბლუსის ვაუჩერით. 

ფესტივალის ფარგლებში მოსწავლეებმა მოისმინეს გენდერული თანასწორობის თემაზე საჯარო ლექცია, რომელიც წაიკითხეს მწერლებმა გიორგი კეკელიძემ და დავით გორგილაძემ და უფლებადამცველმა თამარ გურჩიანმა. 

ასევე, ფესტივალის სტუმარი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინტელექტუალური შოუ „წიგნების თარო“. წამყვანის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის კითხვებს საგარეჯოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწორად უპასუხეს და გიორგი გრატიაშვილს, ანამარია სუხაშვილს და ნათია ოსეფაშვილს საჩუქრად წიგნები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203