ურბნისის საჯარო სკოლაში მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა „მწვანე ბანაკი“ განახორციელეს
21-11-2018
ქარელის მუნიციპალიტეტის ურბნისის საჯარო სკოლაში მშვიდობის კორპუსის მოხალისეებმა ურბნისის და ბებნისის მასწავლებლებთან თანამშრომლობით განახორციელეს პირველი „მწვანე ბანაკი“. „მწვანე ბანაკი“ (“Green camp”), რომელის ურბნისის საჯარო სკოლაში მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს განხორციელდა, მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების მართვაზე. შექმნეს პოსტერები. გაიგეს რა მნიშვნელობა აქვს ნარჩენების გადამუშავებას და ისწავლეს მისი ხელახლა გამოყენების გზები.
„მწვანე ბანაკი“ (“Green camp") ორიენტირებულია სამრეწველო ნარჩენების გადამუშავების, გარემოს დაცვისა და კლიმატური ცვლილების საკითხებზე. იხილეთ ფოტოები