ცაგერის მუნიციპალიტეტის ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კლასის დამრიგებლებთან ერთად ღონისძიებები ჩაატარეს.
სკოლის დირექტორის მთვარისა ახვლედიანის თქმით, ბარდნალის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართული სასკოლო აქტივობებში და ღონისძიებებს ხშირად ატარებენ.
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგის ლალი კოპალიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის თამუნა არაბიძის ნამუშევრები.
ბარდნალის საჯარო სკოლაში ღონისძებებში მონაწილეობა მიიღეს სკოლის I, II, III, IV, V, VI VII და VIII კლასის მოსწავლეებმა. სკოლის დირექცია მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის კლასების დამრიგებლებს ირმა ლიპარტელიანს, ნატო ხეცურიანს, ნათელა კვირიკაშვილს, მანანა ომანაძესდა ნატო ნემსიწვერიძეს.
პირველი კლასის მოსწავლეებისთვის ეს დღე განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც ატარებდა. მათ კლასის დამრიგებელს, ქალბატონ მარიკას დაბადების დღე მიულოცეს.
იხილეთ ფოტოები