მენჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარეს
21-11-2018
სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სოციალური საკითხებს აქტიურად ეხმაურებიან. სენაკის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა „მერცხალმა“ ჩაატარა სოციალური კვლევა თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით.
კვლევა, რომელსაც მენჯის საჯარო სკოლის სამი მოსწავლე ატარებდა, მიზნად ისახავდა დადგენილიყო საზოგადოების დამოკიდებულება აღნიშნული საკითხის მიმართ.
კვლევის შედეგები კედლის გაზეთში „იწვის, მაგრამ არ ანათებს, კლავს!“ დაფიქსირდა. გაზეთი ეხებოდა თამბაქოს მავნებლობას. გაზეთის გამოცემაში მენჯის საჯარო სკოლის 4 მოსწავლე მონაწილეობდა.