მცხეთის N2 საჯარო სკოლაში ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
21-11-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლაში ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს ღონისძიება მიეძღვნა. 

ღონისძიება „დღე გასაოცარი“ სკოლის ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა ჩაატარეს და სკოლის წარმომადგენლის თქმით, ის მოსწავლეთა ეროვნულ-სარწმუნოებრივი სულისკვეთების გაღვივებას ემსახურებოდა. 

„ღონისძიების ავტორი სკოლის ბიბლიოთეკარი დარეჯან ბარდაძე ყოველთვის აღტაცებულს ტოვებს დარბაზს, თავისი საინტერესო ჩანაფიქრითა და გადაწყვეტით, ამ ჯერზეც ასე მოხდა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მცხეთის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის დარეჯან ბარდაძეს და ღონისძიების მონაწილე თითოეულ მოსწავლეს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203