ხაშურის მუნიციპალიტეტის ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2019“ - ზე საპრიზო ადგილები დაიკავეს.
გეზრბენში (კროსი) პირველი ადგილი აიღო ვაჟთა გუნდმა, ხოლო გოგონები მეორე ადგილს დასჯერდნენ. სამაგიეროდ წარმატებით იასპარეზეს გოგონების ფრენბურთელთა გუნდმა.
მიღწეული წარმატებით მათ მიეცათ საშუალება რეგიონალურ პირველობაზე იასპარეზონ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით სპორტულ ოლიმპიადის შედეგებით ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაამტკიცეს, რომ სპორტული დარბაზის გარეშეც შეიძლება წარმატების მიღწევა, თუ ექნებათ მანდ მონდომება და საქმისადმი სიყვარული.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის სპორტის მასწავლებელს ვახტანგ ხაჩიძეს გაწეული მუშაობისთვის და წარმატებებს უსურვებს სკოლის გუნდებს შემდეგ შეჯიბრებებში.
იხილეთ ფოტოები