უდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნავთლუღის ქვესადგური და ზაჰესი დაათვალიერეს
21-11-2018
ადიგენის მუნიციპალიტეტის უდის N1 საჯარო სკოლის X-XII კლასის მოსწავლეებისთვის საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის სასწავლო ცენტრმა თბილისში შემეცნებითი ტური მოაწყო.
მოსწავლეები ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრს ესტუმრნენ, სადაც ჩაუტარდათ ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის შემდეგ, უფროსკლასელები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ტურის ფარგლებში, მათ ასევე დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს. ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
უდის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას მასპინძლობისთვის.