თბილისის N63 საჯარო სკოლის მოსწავლეები ისტორიის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობდნენ
21-11-2018
თბილისის N63 საჯარო სკოლის IVა კლასის მოსწავლეები, დამრიგებელის ლია სახვაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი დაათვალიერეს.
მოსწავლეები მონაწილეობდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამაში - „მუზეუმი - ჯადოსნური სამყარო".
მეოთხეკლასელებმა მსოფლიოს გამორჩეული და უჩვეულო მუზეუმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და სამუზეუმო ტრადიციებს გაეცნენ. მოსწავლეები ასევე სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ და სახალისო-შემეცნებით თამაშში - „შექმენი შენი მუზეუმი“ მონაწილეობდნენ. იხილეთ ფოტოები