სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჩხიკვაძე ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონია
21-11-2018
პირველად საქართველოს ისტორიაში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.
ბუენოს-აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ თამაშებზე ჩემპიონობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძემ იზეიმა. 60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფინალში ყირგიზეთის წარმომადგენელი სადიროვ ელმირბეკი 9:0 დაამარცხა.
გიორგი სენაკის N1 საჯარო სკოლაში სწავლობს. გამარჯვების აღსანიშნავად მას მშობლიური სკოლაში დახვედრა მოუწყვეს და მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები ტაშით შეეგებნენ.