გეჯეთის საჯარო სკოლაში ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიება - „ლოგიკური მათემატიკა ისტის გამოყენებით„ ჩატარდა
21-11-2018
სენაკის მუნიციპალიტეტის, გეჯეთის საჯარო სკოლაში მათემატიკური შეჯიბრი - „ლოგიკური მათემატიკა ისტის გამოყენებით„ ჩატარდა. ინტელექტუალურ-შემეცნებითი ღონისძიებას მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა ჩემია და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი ნანა მიქაბერიძე ხელმძღვანელობდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები თავიანთი სურვილიდან გამომდინარე ორ ჯგუფად - ბიჭების და გოგონების გუნდებად დაიყვნენ.
გუნდებმა პროექტორის საშუალებით დასმულ ლოგიკურ კითხვებს უპასუხეს. თითოეული კითხვის სწორი პასუხია 1 ქულით შეფასდა. შეჯიბრში გოგონების გუნდმა გაიმარჯვა.
სკოლა მოსწავლეებს აქტიურობისა და ეფექტური მუშაობისათვის მადლობას უხდის. იხილეთ ფოტოები