ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ღია გაკვეთილი ბუნებაში ჩაუტარდათ
21-11-2018
ლაგოდეხის მუნციპალიტეტის ვარდისუბნის საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა ნათელა გორელიშვილმა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა ხათუნი ასანიძემ მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად ჭიაურის სამონადირეო კომპლექს შპს „ფაუნას“ ტერიტორიაზე ღია გაკვეთილი მოაწყვეს. 

გაკვეთილის თემები იყო: საგანი ისტ-ის ინტეგრირება საგან ბუნებასთან (ღია გაკვეთილი), მშობლის როლი შვილის სასკოლო ცხოვრებაში და სკოლა + მშობელი = მეგობრებს.

„ყველასათვის ცნობილია, რომ პირველ კლასში კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევები დაწყებითი კლასის მოსწავლეებს შეაჩვევს სააზროვნო პრობლემების გადაჭრას, განუვითარებს მათ ყურადღებას, განუვითარებს ისეთ უნარებს როგორიცაა კომპიუტერული ტექნიკის მართვისა და გამოყენების უნარები, ძირითადი ცნებების შესწავლა და დახარისხება, შენახვა და გამოყენება, მუშაობა საქაღალდეებთან და ფაილებთან, ელექტრონული ნახატების შექმნის ტექნიკები, ტექსტური რედაქტორის გამოყენების უნარები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

მისი თქმით, პროგრამა Paint-ის შესწავლის შემდეგ, პედაგოგებმა მოსწავლეების ბუნებაში წაყვანა გადაწყვიტეს, სადაც მოსწავლეებმა შეასრულეს ძალიან ლამაზი ნახატები ბუკებში და შემდეგ ფორმატზე თემის „ჩემი თვალით დანახული ბუნება“ მიხედვით იმუშავეს. 

სტუმრებს გულთბილი მასპინძლობა გაუწია შპს „ფაუნას“ ხელმძღვანელმა თემურ ტყემალაძემ, რომელმაც საინტერესოდ გადმოსცა ბავშვებს ინფორმაცია ბუნების შესახებ, რატომ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებას, რა სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ტყეს და ა. შ. 

დღემ საინტერესოდ, სახალისოდ და შთამბეჭდავად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203