დვირის საჯარო სკოლის თერთმეტმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
21-11-2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის, დვირის საჯარო სკოლის თერთმეტმა პედაგოგმა წელს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. სკოლა პედაგოგებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლის19 პედაგოგიდან 15 უფროსი მასწავლებელია.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.