თბილისის N48 საჯარო სკოლაში კულინარიული დუელი გაიმართა
21-11-2018
თბილისის N48 საჯარო სკოლაში პროგრამის - „მომავლის თაობის“ ფარგლებში ჯანსაღი ცხოვრების წესისი შესახებ პროექტი ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში 10 კლასის მოსწავლეებმა კულინარიული დუელი გამართეს. ერთმანეთს გოგების გუნდი „მზარეულები“ და ვაჟების გუნდი „ზეფირი“ ეჯიბრებოდნენ. 

გუნდებს ჟიური შემდეგი კრიტერიუმებით - ჰიგიენური ნორმების დაცვა, დიზაინი, გემო, პრეზენტაცია, აფასებდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ნამდვილი მასტერკლასი ჩაატარეს და დამსწრე საზოგადოებას სხვადასხვა კულინარიული შედევრი შესთავაზეს. 

„ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციას, შეჯიბრშიმეგობრობამ გაიმარჯვა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები სრულად
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203