ახალსოფლის საჯარო სკოლის პედაგოგებს სტატუსი აუმაღლდათ
21-11-2018
2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის ორმა პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. 

გარდა ამისა, 2018 წლის ზაფხულში უფროსი მასწავლებლის სტატუსი სამმა პედაგოგმა მოიპოვა. სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დღესდღეობით სკოლაში 10 უფროსი მასწავლებელი ასწავლის. 

ახალსოფლის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს აღნიშნულ მასწავლებლებს სტატუსის მინიჭებას და უსურვებს წარმატებებს. 

„ასევე ვიმედოვნებთ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება და 2019 წლის სექტემბერში გვეყოლება კიდევ უფრო მეტი უფროსი და წამყვანი მასწავლებელი“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203