რუსთავის N9 საჯარო სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ ჩატარდა
21-11-2018
რუსთავის N9 საჯარო სკოლაში „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში დეკორაციებით მოირთო დერეფნები, კლასები და სკოლის ფოიე.
„ყველა კლასმა მოაწყო და წარმოადგინა ქართლის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, აფხაზეთის „შემოდგომის კუთხეები“, სადაც ჟღერდა ლაზათიანი ქართული ცეკვა და სიმღერა, ისმოდა ლამაზი ქართული პოეზია, დუღდა თათარა და ივლებოდა ჩურჩხელები“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
აღნიშნული ღონისძიება მშობელთა უშუალო და აქტიური ჩართულობით განხორციელდა.