„ილია - ერის სულიერი მამა“ - ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ილია ჭავჭავაძეს ღონისძიება მიუძღვნეს
21-11-2018
ახალციხის N5 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა თეა ზაზაშვილმა ილია ჭავჭავაძის იუბილესთან დაკავშირებით ჩაატარა ღონისძიება „ილია – ერის სულიერი მამა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ამავე სკოლის VI, VIII, IX და X კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა გაიხსენეს ბუმბერაზი მწერლისა და პოეტის, სამშობლოზე უსაზღვროდ შეყვარებული და ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის, შემოქმედება და მოღვაწეობა. მოსწავლეებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს იმ მთავარ პრინციპებს, რომელთათვისაც ილია მთელი ცხოვრების განმავლობაში შეუდრეკლად იბრძოდა და იცავდა.
„მათ ერთხმად სიამაყით აღნიშნეს, რომ ის სულიერი საზრდო, რომელიც პოეტმა ერს დაუტოვა, არათუ მოძველებული, არამედ სასიცოცხლოდ საჭიროა დღევანდელი ქართველი ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და პროგრესისათვის“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.