გორის მუნიციპალიტეტის სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის „ეტალონის“ 2018-2019 სასწავლო წლის სეზონის I ეტაპის შესარჩევი ტესტირება ჩატარდა.
აღნიშნულ ჩემპიონატში მონაწილეობდნენ სვენეთის საჯარო სკოლის მე-8, მე-9, მე-10, და მე-11 კლასის მოსწავლეები.
სკოლის წარმომადგენლის აღნიშვნით, სვენეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეები ყოველ წელს, ტრადიციულად განსაკუთრებული მონდომებით ემზადებიან "ეტალონის" ინტელექტ-ჩემპიონატისთვის.
ის მოსწავლეები, ვინც სვენეთის საჯარო სკოლაში ჩატარებული პირველი ტური წარმატებით გადალახეს, გორის მუნიციპალიტეტის ეტალონი "მოსწავლის სტატუსის" მოსაპოვებლად ჩემპიონატის მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას.
იხილეთ ფოტოები