ზოდის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი გაიმართა
21-11-2018
ჭიათურის მუნიციპალიტეტის, ზოდის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კონკურსი - „ჩემი მასწავლებელი“ გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება სახელმწიფო ენის კათედრამ, ელისო მერმანიშვილის ხელმღვანელობით, გაუწია.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსი მიზნად ისახავდა მოსწავლეებში კრეატიული აზროვნებისა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას, რაც შემდგომში მოსწავლეებს ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევაში დაეხმარება.
მოსწავლეებმა ჟიურის მინიატურები, ჩანახატები, ესსეები და ლექსები წარუდგინეს. კონკურსი ეტაპებად მიმდინარეობდა.
კათედრის წარმომადგენლებმა და კომისიის წევრებმა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები გამოავლინეს. გამარჯვებულები სიგელებით დასაჩუქრდნენ. კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს კი მადლობის ფურცელი გადაეცა. იხილეთ ფოტო