თბილისის N214 საჯარო სკოლას ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი ეწვია
21-11-2018
თბილისის N214 საჯარო სკოლას სკოლის კურსდამთავრებული, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი გურამ თუშიშვილი სტუმრობდა. 

შეხვედრა სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მოაწყვეს და გურამს ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული გამარჯვება მიულოცეს. 

გურამ თუშიშვილმა +100კგ წონითი კატეგორიის ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს სძლია და მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. 

გურამ თუშიშვილისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული პირველი მედალია. აქამდე მას 2017 წელს ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი ჰქონდა მოპოვებული. ქართული ძიუდოს ისტორიაში გურამ თუშიშვილი გახდა მეექვსე ძიუდისტი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობს. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203