კაცხის საჯარო სკოლაში თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა
21-11-2018
ჭიათურის მუნიციპალიტეტის კაცხის საჯარო სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები იგეგმება.
კაცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა. რომლის მიზანიც იყო მოსწავლეები სპორტული აქტივობებით დაკავებულიყვნენ.
აღნიშნულ აქტივობას კაცხის საჯარო სკოლაში მოსწავლეები დადებითად გამოეხმაურნენ. სკოლის დირექცია მომავალშიც გეგმავს მსგავს ღონისძიებებს, რათა განამტკიცოს ჯანსაღი ცხოვრების წესი სკოლაში.