თბილისის N113 საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების შესახებ შეხვედრა გაიმართა
21-11-2018

საგრანტო პროექტის „ხელი-ხელს“ ფარგლებში, ცოტნე დადიანის სახელობის თბილისის N113 საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა „ინკლუზიური განათლება“ განხორციელდა.

შეხვედრას მოსწავლეები (VIII, IX, X და XI კლასელები), მასწავლებლები და მშობლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დროს განხილული იქნა ინკლუზიური განათლების პრინციპები, მიზნები და განვითარების დარღვევები (აუტისტური სპექტრი, დაუნი სინდრომი, ეპილეფსია, ცერებლარული დამბლა, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი).

პრეზენტაციას თანდართული ჰქონდა განვითარების დარღვევის შესაბამისი ფოტო-ვიდეო მასალა. დეტალურად იქნა განხილული როგორ უნდა მოხდეს პირველადი დახმარების გაწევა . შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში  გაიმართა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203