წალკის N1 საჯარო სკოლაში, რუსული ენის წრის ფარგლებში ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩატარდა.
აღნიშნული ღონისძიება რუსული ენის წრის ხელმძღვანელის ხათუნა გვიჩიანისა და სამოქალაქო განათლების წრის ხელმძღვანელის ციალა ხვინთელანის ინიციატივით განხორციელდა. ღონისძიებაში წალკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული.
წალკის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ლიზი გოგიჩაიშვილმა, ირინა ირემაძემ, მეგი ჩხეტიანმა და ქეთევან ბარამიძემ უმცროს კლასელებს ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნეს.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ანიმაციური ფილმის ჩვენება რუსულ ენაზე.
იხილეთ ფოტოები