სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ VIII, X და XI კლასის მოსწავლეები ძალიან საინტერესო და სახალისო გასვლით გაკვეთილს დაესწრნენ ფიზიკის დეპარტამენტში.
გაკვეთილი დატვირთული იყო ვირტუალური და რეალური ექსპერიმენტებით, რობოტების გამოყენებით და სახელმძღვანელოების გაცოცხლებით.
გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები ვერ მალავდნენ გაოცებას, აღფრთოვანებას და გამოხატავდნენ დადებით ემოციებს.
გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ ფიზიკის და ბიოლოგიის მასწავლებლები, ბელა თოდუა და რუსუდან ფარეხელაშვილი.
პროფესორმა, დავით სონღულაშვილმა ნამდვილად მოახერხა მოსწავლეების გაოცება თანამედროვე ტექნოლოგიებით და მიღწევებით.
იხილეთ ფოტოები