„ჩვენ მოგითხრობთ მესხების შესახებ“ - თბილისის N45 საჯარო სკოლა საინტერესო აქტივობის ინიციატორია
21-11-2018

თბილისის N45 საჯარო სკოლის პროექტის „ჩვენ მოგითხრობთ მესხების შესახებ“ ფარგლებში საინტერესო შემეცნებითი აქტივობა განხორციელდა.

სკოლისა და ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის - „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით“- ქვეპროგრამის მონაწილე სხვადასხვა რეგიონის: ოზურგეთის დაბა ნასაკირალის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის, ახალციხის N2 საჯარო სკოლის მესხებსა და მოხალისე მოსწავლეებს შორის ინფორმაციის გაზიარებისა და მესხეთის ისტორიის უკეთ გაცნობის მიზნით, ახალციხეში ორდღიანი ვიზიტი განხორციელდა.

პირველი დღეს ჩატარდა კონფერენცია, სადაც მონაწილე მოზარდებმა წაიკითხეს თემები მესხეთის ისტორიის, ტრადიციებისა და დღევანდელი ყოფის შესახებ. კონფერენციაში მონაწილეობდნენ:

• ლევან ბირჩაძე, ხვიჩა ჩიტაია (თბილისის N45 საჯარო სკოლა)- „სოციალ-პოლიტიკური გარემოს გავლენა მუსლიმი მესხების ნაგებობებზე";

• ნინო ზედგინიძე (ახალციხის N2 საჯარო სკოლა) - „ძველი მესხები და მათი საცხოვრებლები“;

• მარგალიტა დარსანია, ინგა გაგუა (თბილისის N45 საჯარო სკოლა) - „მესხური ოჯახის სტრუქტურა და ტრადიციები“;

• მთვარისა ზედგინიძე (ახალციხის N2 საჯარო სკოლა) - „ქორწინება სამცხე-ჯავახეთში“;

• გიორგი გოგოლაური (ახალციხის N2 საჯარო სკოლა) -  „ბავშვთა აღზრდის ტრადიციები სამცხე-ჯავახეთში“;

• მარიამ ანთია, ასია თინაძე (თბილისის N45 საჯარო სკოლა) - „მესხური სამზარეულო“;

• მარი აბრამიშვილი (ახალციხის N2 საჯარო სკოლა) - „მესხური ტერასები“;

• ელენე მაისურაძე (ახალციხის N2 საჯარო სკოლა) - „ქართული კულტურა XII-XV საუკუნეებში (სამცხე-ჯავახეთი)“;

• ლუკა ბალანჩივაძე (თბილისის N45 საჯარო სკოლა) - „მაჰმადიან მესხთა დეპორტაციის წლები და ბრძოლა სამშობლოში დაბრუნებისთვის“; 

• ანამარია კვაბზირიძე (თბილისის N45 საჯარო სკოლა) - „გლდანში მცხოვრებ მესხებთან ჩატარებული კვლევის შედეგები“;

• მარინა მუსტაფაევა (ოზურგეთი, დაბა ნასაკირალი) - „კვლევის ანგარიში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთში მცხოვრები მესხების შესახებ.“

მათ ხელმძღვანელობდნენ:

• დავით ჯაფარიძე - პროექტის ხელმძღვანელი ისტორიკოსი; 

• ლავრენტი ჯანიაშვილი - პროექტის ხელმძღვანელი ეთნოლოგი; 

• ირმა გოგატიშვილი - პროექტის ახალციხის კოორდინატორი; 

• ირმა საქიძე -ახალციხის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; 

• მარეხი ჩიკვაიძე - თბილისის N45 საჯარო სკოლა, პროექტის „ჩვენ მოგითხრობთ მესხების შესახებ“ კოორდინატორი;

მზია გელაშვილი-თბილისის N45 საჯარო სკოლის დირექტორი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203