ფოთის ეროვნული პარკის საკონფერენციო დარბაზში, ფოთის მე-11 საჯარო სკოლის ეკო კლუბმა გააკეთა პრეზენტაცია მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ.
ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამომავლოდ დაგეგმილი ეკო აქტივობები გააცნეს და განიხილეს ეკო კლუბების ჩართულობა ამ აქტივობებში.
პრეზენტაციების და იდეების გაცვლის შემდეგ მონაწილეები პალიასტომის ტბაზე ნავით გაასეირნეს.
ეკო კლუბებმა და ეროვნული პარკის ადმინისტრაციამ დაგეგმეს ერთობლივი ეკო ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება გამწვანებისა და დასუფთავების აქციები, ეკო ტურები სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე, საველე გასვლები და ეკო გაკვეთილები.
იხილეთ ფოტოები