თბილისის N177 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კერვა და მხატვრული გაფორმება ისწავლეს
22-11-2018
თბილისის N177 საჯარო სკოლაში კურსი - „კერვა და მხატვრული გაფორმება“ დასრულდა. კურსი სკოლაში მოსწავეებში შრომითი უნარების განვითარების მიზნით განხორციელდა და მას საზოგადოებრივი კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ ატარებდა.
დასკვნით გაკვეთილზე სტუმრად სკოლაში საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი ნოდარ ხარაზიშვილი იმყოფებოდა.
საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სკოლის აღსაზრდელებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს. იხილეთ ფოტოები