სავანეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს
22-11-2018
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლაში პროექტი-გაკვეთილი - „ძალა ერთობაშია“ ჩატარდა. სამოქალაქო კლუბის წევრებმა და IX-X კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პედაგოგების ლამზირა ოსეფაშვილის და ამაია ფატულაევას ხელმძღვანელობით, საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს.
მოსწავლეები სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარნენ, რომლის წევრი სპეციალური საჭიროების მქონე პირია. მოსწავლეებმა ოჯახს სურსათი, ტკბილეული, სხვადასხვა საჭირო ნივთები და ტანსაცმელი მიუტანეს.
„მასპინძელმა სკოლის აღსაზრდელებს მადლობა გადაუხადა და ჩაი შესთავაზა. ეს იყო ერთ-ერთი ბედნიერი დღე სასკოლო ცხოვრებაში, რომელითაც მოსწავლეებმა ისწავლეს - თანადგომა, სიკეთის გაკეთება, გაჭირვებულის დახმარება, პრობლემის კვლება და გადაჭრის გზების ძიება. ეს არის ცოდნის ტრანსფერი, ცხოვრების რეალური ეპიზოდები, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები