ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სასკოლო წრეები მუშაობას განაგრძობენ
22-11-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სასკოლო წრეები ფუნქციონირებს. 

სამოქალაქო განათლების კლუბმა „მომავლის იმედი“ სკოლაში რიგით მეორე შეხვედრა გამართა. კლუბის წევრებმა თემაზე „14 ნოემბერი დიაბეტის საერთაშორისო დღე“ (კლუბის კურატორი:  დონარი აბულაძე) ისაუბრეს. დონარ აბულაძე მოსწავლეებს დიაბეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ესაუბრა, ასევე ისინი გაეცნენ დიაბეტის საერთაშორისო დღეზე სხვადასხვა ინფორმაციას, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია კლუბის წევრებში. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დაიგეგმა შემდეგი შეხვედრა. 

სკოლაში გაიმართა ასევე ისტორიის წრის, „ჰეროდოტეს“ მეორე შეხვედრა. ნინო აბაშიძემ და ნანა თავართქილაძემ წრის წევრებს გააცნეს მათ მიერ დამუშავებული თემები „ლევილის ქართული  მამული“ და „სოფელ ძირკვაძეების ისტორია", ხოლო დანარჩენმა მონაწილეებმა წარმოადგინეს ინტერნეტში მოძიებული ისტორიული კურიოზები.

ბუნებისმეტყველების წრის მორიგი შეხვედრა ნაირა ხალვაშის ხელმძღვანელობით გაიმართა.

„წრის მიზანია მოსწავლეებს დავანახოთ ეს უმნიშვნელოვანესი საზრუნავი, რადგანაც ამ სასიცოცხლო უნარ-ჩვევის ჩამოყალიბება ადრეულ ასაკიდანვე უნდა დაიწყოს, რათა თითოეულმა მათგანმა გააცნობიეროს, რომ დაბინძურებული გარემო, გაჩეხილი ტყეები, უკონტროლოდ დაყრილი ნაგავი სერიოზულ საფრთხეს უქმნის დედამიწას, ადამიანებს, ფლორასა და ფაუნას. ამიტომაც, მოსწავლეები აქტიურად უნდა ჩაებან ბუნების დაცვის კამპანიაში. მათ გაითავისეს ეს პრობლემა და ჯგუფურად დაამზადეს სლოგანი „შემოგვიერთდი ჩვენ, ერთად დავიცვათ და გავუფრთხილდეთ გარემოს“, რასაც, ვფიქრობ, კარგად გაართვეს თავი“ - აღნიშნა კლუბის ხელმძღვანელმა. 

ქართული ენისა და ლიტერატურის წრის წევრებმა კი გალაკტიონ ტაბიძეს მიუძღვნეს ლიტერატურული საღამო. საღამო პოეტის დაბადებიდან 127-ე წლისთავს მიეძღვნა. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203