„საუკეთესო მოსწავლე დასახული მიზნისკენ ბეჯითად იღწვის“ - ჭანჭათის საჯარო სკოლის დირექტორის ბლიცპასუხები
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ჭანჭათის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი ილია ვადაჭკორია გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც ვიძენთ განათლებას.
საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელმაც იცის რა სურს მომავალში და დასახული მიზნისკენ ბეჯითად იღწვის.
პედაგოგი ფასობს ადამიანობით, ინტელექტით, კოლეგიალურობითა და საქმისადმი დამოკიდებულებით.
დირექტორი უნდა იყოს ჰუმანური, სამართლიანი და მეგობრული სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობაში.
განათლება არის წარმატებისკენ სავალი ბილიკი.