დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
22-11-2018

დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. განაცხადების მიღება 21 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

პროგრამის თანახმად, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2017-2019 წლებში ჩარიცხულ ყველა დევნილს, სწავლის პერიოდში, ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფინანსებს.

განაცხადების შევსება მიმდინარეობს სააგენტოში, მისამართზე - ქალაქი თბილისი, თამარაშვილის ქუჩა N15ა. ასევე შესაძლებელია სკანირებული განაცხადის (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) გაგზავნა სააგენტოს ოფიციალურ ელ. ფოსტაზე - info@livelihood.gov.ge

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება, რომლითაც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე 500-ზე მეტმა დევნილმა ისარგებლა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203