ნავარძეთის საჯარო სკოლამ „ჭიათურქალაქობაში“ მონაწილეობა მიიღო
22-11-2018
„ჭიათურქალაქობის“ ზეიმს ნავარძეთის საჯარო სკოლაც შეუერთდა, რომელმაც ღონისძიებაზე სოფლის ნობათი წარადგინა. 

სკოლას სახალხო დღესასწაულზე საპატიო სტუმრებიც ეწვივნენ - იმერეთის გუბერნატორი  შავლეგო ტაბატაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი  სულხან მახატაძე და მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე.

სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის სკოლებს შორის ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა, სადაც ნავარძეთის საჯარო სკოლამ მე-3 ადგილი მოიპოვა.  

საპატიო სტუმრებმა სკოლის გუნდის კაპიტანი სიგელითა და გამარჯვების აღსანიშნავი თასით დააჯილდოვეს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203