თბილისის N103 საჯარო სკოლამ სომხეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტთა ჯგუფს უმასპინძლა
22-11-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლამ  სომხეთიდან ჩამოსულ ჟურნალისტთა ჯგუფს უმასპინძლა.

ჟურნალისტთა ხელმძღვანელი სურენ არეენცი გახლდათ, რომელიც ტელეარხ „არმენიუსზე“ გადაცემის - „სომხები ცხოვრობენ“  მთავარი რედაქტორია. 

ჯგუფი საქართველოში მცხოვრებ სომეხთა შესახებ დოკუმენტური ფილმისთვის მასალებს აგროვებდა.

სკოლის დირექტორმა არჩილ ჩხაიძემ სტუმრებს თბილი დახვედრა მოუწყო და ორივე სექტორის კეთილმეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

აღნიშნული შეხვედრა  სომხური სექტორის მოსწავლეებმა  ლექსებითა და მშობლიური ენისადმი მიძღვნილი  ფრაზებით გაალამაზეს. 

სკოლის დირექციის ცნობით, სტუმრები სკოლის სტუმარმასპინძლობით აღფრთოვანებულნი დარჩნენ. 

მათ სურვილი გამოთქვეს, რომ კვლავ დაბრუნდნენ საქართველოში და ამჯერად თბილისის N103 საჯარო სკოლაზე გადაიღონ დოკუმენტური ფილმი. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203