ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მხატვართა კონკურსში თავი გამოიჩინეს
22-11-2018
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლემ ანა კვინიკაძემ ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
აღნიშნულის სახელწოდება გახლდათ - „შემოდგომის პალიტრა“.
მეორე ადგილი წილად ხვდა ამავე სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ნათია ბურჯანაძეს.კონკურსის ჟიურის სიმპათია ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე კესო იჩიტიძემ, მე-10 კლასელმა ანა მაისურაძემ და მე-11 კლასის მოსწავლე ელენე ბუაჩიძემ დაიმსახურეს.
მეხუთე კლასის მოსწავლემ ელენე ხიჯაკაძემ კი, როგორც ყველაზე პატარა მონაწილემ სიგელი დაიმსახურა.