თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში ასტრინდ ლინდგრენის კვირეული დაიწყო
22-11-2018
თერჯოლის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, თამარ ამირანაშვილის ინიციატივითა და თვითმართველობის მხარდაჭერით დაწყებით საფეხურზე ასტრინდ ლინდგრენის კვირეული დაიწყო.
კვირეულის პირველ დღეს V-ბ კლასის მოსწავლეები პირველკლასელებს ესტუმრენ და მწერლის შემოქმედების რამდენიმე ნიმუშიდან ნაწყვეტები მხატვრულად წაუკითხეს.
კვირეულის მე-2 დღეს მე-5 ბ კლასის მოსწავლეებმა მათი მასწავლებლის, თამარ ამირანაშვილის დავალებით, „პეპი გრძელი წინდას“ საყვარელი ეპიზოდის - მაჭკატების გამოცხობის სცენა გააცოცხლეს.
კერძოდ, მოსწავლეებმა სახლებში საკუთარი ხელითა და მშობლების დახმარებით სხვადასხვა ტკბილეულობა მოამზადეს და დაწყებითი კლასის მოსწავლეებს გაუმასპინძლდნენ.
სკოლის დირექცია თამარ მასწავლებელს, მე-5 ბ კლასის მოსწავლეებსა და მშობლებს ასეთი აქტიური მონაწილეობისა და თანადგომისთვის დიდ მადლობას უხდის.