იფარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი სიახლეებით დაიწყო
22-11-2018
მესტიის მუნიციპალიტეტის იფარის საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდა.
დაწყებითი კლასის მასწავლებელი ლელა კორძაია თავის მოსწავლეებს მორთული კლასით დახვდა. ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს და სწავლას მონდომებით შეუდგნენ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, სკოლაში ჩატარდა ასევე საგანმანათლებლო პროგრამები: „სახალისო ნუმიზმატიკა“ და „ჟანრები მხატვრობაში“.
პროგრამებს უძღვებოდნენ ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები: ნუმიზმატი მაია პატარიძე და ხელოვნებათმცოდნე ცისია კილაძე.
პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნენ სამონეტო ასლებს და აღადგინეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპები, შეისწავლეს სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ნიმუშები და შემდეგ დახატეს შესაბამისი ჟანრების მიხედვით.
სტუმრებმა სკოლის ბიბლიოთეკას გადასცეს წიგნი „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“.