მულახის საჯარო სკოლაში პროგრამა „იყავი მეწარმე“ მიმდინარეობს
22-11-2018
მულახის საჯარო სკოლაში უკვე მეორე კვირაა  „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ მიერ საჩუქრად გადმოცემული პროგრამა „იყავი მეწარმე“ მიმდინარეობს.

აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეები  სამეწარმეო უნარ-ჩვევებსა და ბიზნესის წამოწყების (სტარტაპ) ელემენტებს ეუფლებიან.

პროგრამა შვიდ მოდულს მოიცავს, სადაც საბოლოოდ მოსწავლეები საკუთარი ბიზნეს იდეის ბიზნეს გეგმად გადაქცევას და სამომავლოდ საკუთარ პრაქტიკაში დანერგვას შეძლებენ.

პროექტის მეექვსე მოდულმა სახელწოდებით - „ეთიკა ბიზნესისათვის“ წარმატებულად ჩაიარა.

პროგრამის ფარგლებში მონიტორინგის განსახორციელებლად მულახის სკოლას „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ წარმომადგენელი ვიქტორია კვარცხავა ესტუმრა.

პროგრამის ბოლოს მოსწავლეებს სერთიფიკატები  გადაეცემათ, ხოლო ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მმრათველი ლატავრა მერლანი მოსწავლეებისთვისმინი ლექციას ჩაატარებს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203