ზაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაიწყეს
22-11-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ზაკის საჯარო სკოლაში მშობლიური ენის ანბანის პირველი ასოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება დაწყებითი კლასების მასწავლებელმა არმინე კარაპეტიანმა მოამზადა და მასში პირველი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები და სიმღერები შეასრულეს. ღონისძიების ბოლოს კი მათ მშობლები ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

„პირველი ასო ნებისმიერი ენის ანბანში ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. კითხვას, წიგნის სამყაროში შესვლას ბავშვები სწორედ ასო ა-თი იწყებენ, ამიტომაც მინდა, რომ ჩემს პირველკლასელებს მთელი ცხოვრება ახსოვდეთ, როგორ შეისწავლეს ის, ძალიან მინდა მათ კითხვა და წიგნი შეიყვარონ, კარგად წერონ და იკითხონ და მე, როგორც მასწავლებელი, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ“,-განმარტავს არმინე კარაპეტიანი.

სკოლის დირექტორის ვარდუჰი მკრტჩიანის აზრით, მსგავსი ღონისძიებები ბავშვებს სხვადასხვა უნარების განვითარებაში ეხმარება და ხელს უწყობს მშობლების ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში. ამიტომაც ადმინისტრაცია ყოველთვის წაახალისებს და მხარს დაუჭერს ასეთ ინიციატივებს.

იხილეთ ვიდეოები


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203