საახალწლო ღონისძიებათა სერიები და გრანდიოზული კარნავალი
30-12-2016
,,საახალწლო კარნავალი 2017“ - სწორედ ასე ერქვა ღონისძიებათა სერიას, რომელიც სეფიეთის სკოლაში 25 დეკემბერს დაიწყო და 29 დეკემბერს გრანდიოზული კარნავალით დაიხურა.

ღონისძიების კვირეულში აქტიურად იყვნენ ჩართული, როგორც დაწყებითი, ისე მაღალი კლასების მოსწავლეები და ისინი თავიანთ შემოქმედებით უნარებს სხვადასხვა აქტივობებში ავლენდნენ.

სამზადისი,რომელიც სამი კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა, მოსწავლეებისთვის საკმაოდ შრომატევადი, თუმცა ამავდროულად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. 

ქართული და უცხოენოვანი სიმღერები, იუმორისტული და საცეკვაო ნომრები, სახალისო ვიდეორგოლები და საშობაო ტრადიციები, ეს იმ პროგრამის არასრული ჩამონათვალია, რომელთა შეფასების საშუალებაც, სკოლის სააქატო დარბაზში შეკრებილ მაყურებელს კვირეულის განმავლობაში ჰქონდა. 

კარნავალი მე-11 კლასელთა გრანდიოზული ღონისძიებით დაიხურა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203