საჯარო სკოლებში მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით საგრანტო ხელშეკრულებები გაფორმდა
22-11-2018

მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამ საგნობრივ ასოციაციასთან საგრანტო ხელშეკრულებები დადო.

გრანტები მოხმარდება საჯარო სკოლების შესაბამისი საგნების მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერებას.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ყოველივე ეს, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის პოპულარიზაციას, ხოლო, მეორე მხრივ, გააუმჯობესებს ამ საგნების სწავლების ხარისხს.

ხელშეკრულება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრი - „საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის“, „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის“ და „ასოციაცია ბიოსთვის“, თითოეულისთვის 65 000 ლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს.

გრანტის მიმღები ორგანიზაციების შესარჩევად კონკურსი ჩატარდა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც განათლების სფეროში საქმიანობენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203