რაქვთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
22-11-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის, თამარ ბარათაშვილის სახელობის რაქვთის საჯარო სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“ გაიმართა. სკოლის აღსაზრდელებმა პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე საუკეთესოდ წარსდგნენ და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.