„დირექტორი სკოლას დემოკრატიული პრინციპებით უნდა მართავდეს“ - ტყვირის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ტყვირის საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი გია მიგინეიშვილი გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლე ცხოვრების დიდ ასპარეზზე გასასველად ემზადება.
საუკეთესო მოსწავლე არის ცონით, დისციპლინითა და მეგობრობით გამორჩეული აქტიური ახალგაზრდა.
პედაგოგი ფასობს პროფესიონალიზმით, სასკოლო საზოგადოებასთან დამოკიდებულებითა და მოსწავლეთა შედეგებით.
დირექტორი უნდა იყოს კომპეტენტური, უყვარდეს თავისი საქმე და მართავდეს სკოლას დემოკრატიული პრინციპებით.
განათლება არის ფართო ცნება, რომელიც ცოდნასთან ერთად ყველა იმ ძირითად ღირებულებას მოიცავს, რაც კაცობრიობას შეუქმნია.