„სკოლაში მომავალი თაობა ცხოვრებისათვის გამოსადეგ გამოცდილებას იღებს“ - ბლიცინტერვიუ ლედგებეს საჯარო სკოლის დირექტორთან
Etaloni.ge სკოლის გამორჩეულ მენეჯერებთან ბლიცინტერვიუს იწყებს.5 წინადადების შესავალი დირექტორებმა თავიანთი შეხედულებისამებრ უნდა დაასრულონ.
ამჯერად, საკუთარ ხედვებს ლედგებეს საჯარო სკოლის წარმატებული მენეჯერი თამილა შულაია გვიზიარებს:სკოლა არის ადგილი, სადაც მომავალი თაობა სწორ, ჯანსაღ და ცხოვრებისათვის გამოსადეგ გამოცდილებას იღებს.
საუკეთესო მოსწავლე არის ახალგაზრდა, რომელიც ეროვული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ გამოწვევებს სწორად გაითავისებს.
პედაგოგი ფასობს ცოდნით, სასკოლო საზოგადოებასთან სწორი დამოკიდებულებითა და მთავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესით.
დირექტორი უნდა იყოს სამართლიანი, მეგობრული და კომპეტენტური, კარგი მენეჯერი.
განათლება არის მთავარი პრიორიტეტი წინსვლისა და წარმატებისთვის.