თელის საჯარო სკოლის პედაგოგ თამარ მაჭავარიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
22-11-2018
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის თელის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგმა, თამარ მაჭავარიანმა სტატუსი შეიცვალა. 

პედაგოგმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიიღო. 

თელის საჯარო სკოლა ულოცავს მას და პროფესიულ წარმატებებს უსურვებს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203